ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, თუმცა ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არ აქვს – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
“დრო და დრო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ახალ-ახალი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან ევროინტეგრაციის საბოტაჟს, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესისა საბოტაჟს. ეს გასაკვირი არ არის. ყველაფერს აკეთებდა ოპოზიცია, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ეს საბოტაჟი გაგრძელდება ამ მიმართულებით, ყველაფერს გააკეთებს ოპოზიცია, რომ რამენაირად შეაფერხოს ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით. თუმცა, როგორი წარუმატებელიც იყო მათი მცდელობები კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე წარუმატებელი იქნება მომავალშიც. შესაბამისად, ამ საბოტაჟს არავითარი რეალური პერსპექტივა არა აქვს,” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, მამუკა გამყრელიძე აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია