“ოპოზიცია რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს. არამგონია, რომ უსამართლობაა” – ვოლსკი კეკელიძის გათავისუფლებაზე

“ოპოზიცია რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს. არამგონია, რომ უსამართლობაა”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი ეროვნული ბიბლიოთეკიდან გიორგი კეკელიძის გათავისუფლებას.
“იმის გაცხადება მე არ გამიგია გიორგი კეკელიძისაგან, რომ იგი თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო ვინმემ დასაჯა. და სწორია მისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. წავიკითხე მე მისი პოსტი, თქვა, რომ მართლა 11 წელი ბევრია და ალბათ, ამ ვითარებას, უნდა შევხედოთ შესაბამისი რაკურსით. დამთავრდა, აქ ეხლა ვიღაცა ოპოზიცია რას ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს. არამგონია, რომ უსამართლობაა. გიორგიმ თქვა, რომ ეს სწორედაც სამართლის ნორმებს შეესაბამება, თუმცა თვლის, რომ მის მიმართ არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება. მას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო – კი ბატონო, ეს მისი აზრია,” – ამბობს ვოლსკი.
იხილეთ ასევე:
· პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან |