ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს

ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს
ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, მათ ინტერესებშია, რომ მოქალაქეებს დაუმძიმდეთ სოციალური მდგომარეობა, რასაც ვერ მალავენ.
„ოპოზიცია თვითონ აპელირებდა მაღალ ფასებზე, მთელი ამ დროის განმავლობაში, თუმცა, როგორც კი ჩვენ წამოვჭერით ეს პრობლემა, მაშინვე დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. აქედან ჩანს, რომ რასაც აკეთებენ, ყველაფერი ფარისევლობაა, სინამდვილეში, მათ აქვს სხვა ინტერესები. მათ ინტერესებშია, რომ მოქალაქეებს დაუმძიმდეთ სოციალური მდგომარეობა, რასაც ვერ მალავენ. როგორც კი წამოვჭერით საკითხი, მაშინვე ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა დადგა მაღალი ფასების მხარეს და ფასნამატის მხარეს“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება ბერკეტებს, პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დადგენის პრაქტიკა.
„მაგალითად, ფარმაცევტული მიმართულებით, გერმანიაში ქსელების არსებობა საერთოდ არ არის დაშვებული. ერთი კონკრეტული სუბიექტის მიერ ერთ ქალაქში ერთზე მეტი აფთიაქის ფუნქციონირება საერთოდ არ არის დაშვებული. აქ არ არის საუბარი უხეშ ჩარევაზე ბიზნესში, აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ არსებობს კარტელური გარიგებები, ჩვენ უნდა შევქმნათ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, ასეთი კარტელური გარიგებების აღსაკვეთად. ბიზნესის რეკეტი ვისი ხელწერაც არის, ყველას კარგად ახსოვს. ჩვენი ხელწერა ეს არ არის. ჩვენ ბიზნესში უხეშად ვერ ჩავერევით. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები უნდა იყოს განმსაზღვრელი ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, თუ არსებობს კარტელები, კარტელური გარიგებები, ამას სჭირდება შესაბამისი საკანონმდებლო, თუ სხვა ფორმით რეაგირება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა