ოპოზიცია დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

სამი ოპოზოციური კოალიცია დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,დღეს 19.00 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გაიმართება საპროტესტო აქცია.
აქციამდე, 5 საათზე, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები შეიკრიბებიან ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე. საიდანაც მოეწყობა მსვლელობა – საპროტესტო მარში.
ოპოზიციური პროდასავლური კოალიციების გაერთიანება მოუწოდებს მხარდამჭერებს და საქართველოს მოქალაქეებს, აქციამდე შეიკრიბონ ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე 17.00 საათზე, საიდანაც მოეწყობა საპროტესტო მარში რუსთაველის გამზირისკენ. მსვლელობას გაუძღვებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები.“

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი