ოპოზიცია არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება

ოპოზიცია არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება
ოპოზიცია დღეს არის სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ისინი ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიცია არის საერთოდ დაკარგული, სრულიად უსუსურია და ეს ძალიან კარგია.
„ძალიან კარგი პროცესები წარიმართება. 2025 წელი უნდა იყოს საქართველოში ამ პოლიტიკური ძალის, რასაც ჰქვია „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სრული განეიტრალების წელიწადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიული სისტემისთვის, ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარებისთვის და აქეთ მიდის პროცესები. დღეს ისინი არიან თვითმკვლელობის მდგომარეობაში, სუიციდის მდგომარეობაში, როდესაც ახორციელებენ სახელმწიფო სისტემის საბოტაჟს, ამით ისინი თვითონ აწარმოებენ იმ პროცესს, რომელიც მათი საბოლოოდ განეიტრალებით დასრულდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები