ოპოზიციაში რაც არ უნდა გაერთიანდნენ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ვერ დაგვამარცხებენ, მძიმედაა კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საქმე – ირაკლი კობახიძე

რაც არ უნდა გაერთიანდნენ, მათემატიკის კანონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, რაც არ უნდა გადანაცვლდნენ, ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის ის, რომ გაერთიანდნენ იმისთვის, რომ სცადონ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
“როცა მთელი ოპოზიციის ჯამური რეიტინგი არასდროს აღემატებოდა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 45 პროცენტს, ასეთ დროს ჩვენს დამარცხებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ერთადერთი, რაც შეუძლიათ გააკეთონ პოლიტიკურ პარტიებს, ეს არის ის, რომ გაერთიანდნენ იმისთვის, რომ სცადონ ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. თუმცა უჭირთ ერთმანეთთან დალაპარაკება, მაგალითად, “ლელო”, გახარია, იყო გარკვეული მცდელობები, თუმცა გაახსენდათ უცებ, რომ ერთი მეორეს ეძახდა თაღლითს, მეორე პირველს ეძახდა თვალთხარიას.
ასეთ პირობებში მათ გაერთიანება ძალიან უჭირთ, რადგან საზოგადოებას ახსოვს ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არსებობს ამბიციები სიასთან დაკავშირებით, რაც არ უნდა ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახო, გაგყავს პირობითად რვა კაცი, ამ რვაკაციან სიაზე შეჯერებაც უჭირთ. აქედან გამომდინარე, მცდელობები იქნება, მაგრამ გაერთიანება უჭირთ რეალურად. ასევე, ვიცით, რომ არსებობს ასეთი გეგმა, სალომე ზურაბიშვილი გადადგეს არჩევნების წინ და შეუერთდეს გახარიას ან “ლელოს”, ლომჯარია მიამატონ ამას. ლომჯარიათი და ზურაბიშვილით რომ გინდა, ფონს გახვიდე, აქ ჩანს, რომ ვინც ამას გეგმავს, კარგად არ აქვს დანახული პოლიტიკა. მძიმედ არის კოლექტიური “ნაცმოძრაობის” საქმე, მათ შორის იმ პოლიტიკური კლუბების საქმე, რომლებიც დაკავშირებულები არიან “ნაცმოძრაობასთან,” – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული