“ოპოზიციაში ბევრი მავნებელია, ყველაზე დიდი დემოკრატიის ტესტი ამ ქვეყანას წინ ელოდება” – რა შეფასებები კეთდება ოპოზიციაში “ხალხის ძალის” განცხადებაზე

თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა “ხალხის ძალის” განცხადებაა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციას რევოლუციის მცდელობა კიდევ ექნება, ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემაზე მანიპულაციით.
თემაზე დილიდან კეთდება პოლიტიკური შეფასებები. პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, დღეს ქართულ ოპოზიციაში ბევრი მავნებელია, თუმცა, მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდი ახლა პრიორიტეტად, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების გახსნის სწრაფად დაწყებას მიიჩნევს.
“ოპოზიციაში ბევრი მავნებელია და მე არ მინდა ამ მავნებლების ჯამური აფილირება. ჩვენ, ჩვენი პარტიის სახელით, თითქმის 2 თვეა ხელისუფლებას მოვუწოდებთ, შექმნას სამუშაო ფორმატები. პირველი პრიორიტეტი იყო კანდიდატის სტატუსის მიღება, ახლა შემდეგი ეტაპი არის მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება. ყველაზე დიდი დემოკრატიის ტესტი ამ ქვეყანას წინ ელოდება. ეს არის 2024-ის არჩევნები. ამ ტესტს ან ჩააბარებს “ქართული ოცნება” ან არ ჩააბარებს, გადალახავს წითელ ხაზებს და მიიღებს საკადრის პასუხს საქართველოს მოსახლეობისგან,” – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
თავის მხრივ შეფასებები კეთდება “ლელოში”. ირაკლი კუპრაძის თქმით, მსგავსი ტიპის კრიტიკას, მისი პარტია საკუთარ თავზე არ იღებს. მისივე თქმით, “ლელომ” ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები