ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე – დავით მაღრაძე

ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტი დავით მაღრაძე.
როგორც მაღრაძე აღნიშნავს, როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ, თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის .
„იმედია, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას უცხოეთიდან დახმარების იმედი უფრო აქვს, ვიდრე საკუთარი ამომრჩევლის, რადგან ვერ კრებს ადამიანებს ვერცერთ თავყრილობაზე. თუ ოპოზიციას ჩვენი პარტნიორების ელჩები ეტყვიან, ჩვენი იმედი ნუ გექნებათ, თქვენ მხოლოდ ამომრჩევლის იმედი უნდა გქონდეთ, ის არის ერთადერთი წყარო თქვენი გამარჯვებისო, მაშინ უშფოთველად ჩაივლის არჩევნები. თუ მათი იმედი ექნებათ, შესაძლოა დათესონ შფოთი, რათა იქნებ აირიოს ქვეყანა – როცა ევოლუციურად მოსვლის თეორიული შანსიც არა გაქვს, რევოლუციურ სცენარზე ფიქრობ. თუ რევოლუციურ სცენარში მხარდამჭერი არ ეყოლათ უცხოეთში, სრულ სიმშვიდეში ჩაივლის არჩევნები. სხვა შემთხვევაშიც მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას შესწევს ძალა, სიმტკიცე, მშვიდობიან ვითარებაში ჩაატაროს არჩევნები და აღკვეთოს ყველა მცდელობა, გამიზნული არეულობისათვის. მოსახლეობა რევოლუციურ სცენარს არ დაუჭერს მხარს. ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზედაპირზე დევს. ამომრჩეველს უდგას არჩევანი სუვერენიტეტსა და ვასალობას შორის, მე, , ხმას ვაძლევ საქართველოს სუვერენიტეტს“ – აცხადებს დავით მაღრაძე.
Next: წაქეზებული, ტელევიზიით ხელშეწყობილი იყო, როგორ სასტიკად ექცეოდნენ ადამიანებს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში… ზუსტად იციან, რომ იყო, ის მცირერიცხოვანი მხარდამჭერიც იმიტომ უჭერს მხარს, რომ მათ ვნებებს ემთხვევა ეს სისასტიკე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ