ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით, რადგან ორივეს სჭირდება ერთი რესურსი, ხალხის მხარდაჭერა – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყოს.
“დღეს ყველა ხვდება, რომ რადიკალური ოპოზიცია მძიმედ წააგებს არჩევნებს. საუბარი იმაზე, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან იგივე სცენარის განვითარებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განავითარეს, აბსოლუტურად ლოგიკურია. მათ სხვა გზა და არჩევანი არც აქვთ. სინამდვილეში, ესეც არ არის მათი არჩევანი. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ან არჩევნებით დაიბრუნონ ძალაუფლება ან ქუჩით. საბოლოოდ, არჩევნებსაც და ქუჩასაც ერთი და იგივე რესურსი სჭირდება, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. როცა ხალხი მხარს არ გიჭერს, ბუნებრივია, ვერც არჩევნებს მოიგებ და ვერც რევოლუციას მოაწყობ. აქედან გამომდინარე, ეს მცდელობა იქნება, თუმცა განწირულია ფიასკოსთვის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნის თემის გამოყენებას ამ მიზნებისთვის, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, ასეც და ისეც.
როგორც წინა შემთხვევაში ვერ მოახერხეს ვერც რევოლუციის მოწყობა, ვერც არსებითად ვითარების არევა ჩვენს ქვეყანაში, ასე გააგრძელებენ ისინი მომავალშიც. მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ ქვეყანაში არეულობა და რევოლუცია მოაწყონ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე