ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოპოზიციამ ხიდები გადაკეტა – აფხაზეთში ოპოზიციონერების დაპატიმრებას პროტესტი მოჰყვა

ოპოზიციამ ხიდები გადაკეტა – აფხაზეთში ოპოზიციონერების დაპატიმრებას პროტესტი მოჰყვა

აფხაზური ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლი დააკავეს, რასაც პროტესტის ტალღა მოყვა. ამჟამად გადაკეტილია კოდორის ხიდი, ასევე, დაბლოკილია გუმისთას ხიდი.
“RESPUBLICA-ს” ცნობით, გუდაუთაში საჯარო შეხვედრიდან დაბრუნებული ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია დააკავეს და აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აფხაზური ოპოზიცია 15 ნოემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტი რუსეთისა და აფხაზეთის [დე ფაქტო] საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხს განიხილავდა, აქციას გამართავდა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.