არქივი28 მაისი, 2024, 15:37
ოპოზიციამ წამზომი ჩაურთო “ქართულ ოცნებას” და პრეზიდენტს მათთან ერთად დადგომა სთხოვა
151 დღე არჩევნებამდე და ოპოზიციის გამარჯვება – ამ იმედებით ჩაურთო წამზომი ოპოზიციამ ხელისუფლებას. როგორც თამარ კორძაიამ პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ოპოზიცია გაიმარჯვებს და ხელისუფლებაში მოვა, მანამდე კი ისინი იბრძოლებენ ამ გამარჯვების მოსაპოვებლად.
თამარ კორძაიას თქმითვე, ისინი უერთდებიან სალომე ზურაბიშვილის “ქართულ ქარტიას”. მანვე მოუწოდა პრეზიდენტს, რომ ჩადგეს მათ რიგებში.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.