ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა უთხრას, ემხრობიან ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას

ოპოზიციას აქვს ურთულესი მდგომარეობა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ. მათ საზოგადოებას უნდა უთხრან, ემხრობიან პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის შემოღებას თუ ეწინააღმდეგებიან მას, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ კანონპროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„ეს არის ის დაკვეთა და ის მოთხოვნა, რომელიც ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან მოდის, რომელიც არამც და არა, არ ლახავს ადამიანების უფლებების სტანდარტს. განსაკუთრებით ეს არასრულწლოვანებს ეხება, რომელთა აღზრდა-განვითარების პროცესში მსგავსი ინფორმაციების გაჟღერება და პროპაგანდისტული მოქმედებები შეიძლება იყოს გარკვეული რისკების შემცველი მათი შემდგომი ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის“, – აცხადებს მიქანაძე.
პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვა დაიწყო. კანონპროექტებს დეპუტატები ჯერ 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ, რის შემდეგაც დღესვე იმსჯელებენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება