ონკოპაციენტებს წამალი კლინიკაში დახვდებათ და მიტანა აღარ მოუწევთ – მინისტრი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი.
მინისტრის განცხადებით, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება.
რამდენად სწორად და კარგად უზრუნველჰყოფენ კლინიკები მედიკამენტების შენახვას, დროულად და ასევე წესების დაცვის ტრანსპორტირებას, რამდენად სწრაფად მოხდება მარაგების შევსება, ვინ იქნება პასუხისმგებელი მედიკამენტების ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცედურების დაცვის შემოწმებაზე, ამაზე მინისტრს ამ ეტაპზე არ უსაუბრია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია