არქივი20 ივლისი, 2024, 02:05
ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.