პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ონისე ცხადაძე მოსამართლეს - რაც აქ ხდებოდა, მხოლოდ 11 პირს არ ეხება - მინდა, გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე იფიქროთ

ონისე ცხადაძე მოსამართლეს - რაც აქ ხდებოდა, მხოლოდ 11 პირს არ ეხება - მინდა, გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე იფიქროთ

რაც აქ ხდებოდა, მხოლოდ 11 პირს არ ეხება, ეს არის ფაქტი, როცა შეეხნენ ოჯახებს, მათ უკან დგანან კიდევ ადამიანები, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ონისე ცხადაძემ სასამართლოზე განაცხადა.
ონისე ცხადაძემ მოუწოდა მოსამართლეს, გადაწყვეტილების მიღებამდე აღნიშნულის შესახებ იფიქროს.
„ეს, რაც აქ ხდებოდა, მხოლოდ 11 პირს არ ეხება, ეს არის ფაქტი, როცა შეეხნენ ოჯახებს, მათ უკან დგანან კიდევ ადამიანები. მინდა დღეიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე ამაზე იფიქროთ“, - განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.