“ომი მალე არ დასრულდება… ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება” | ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივი განცხადება

“ომი სამხრეთსა და ჩრდილოეთში მალე არ დასრულდება და ის მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდება”, – ნათქვამია ს პრემიერის, სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისი ავრცელებს.
პრემიერის ოფისმა განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის ისრაელის მმართველი პარტიის დეპუტატებთან გამართული ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.
“იმისთვის, რომ ომი კიდევ მრავალი თვის განმავლობაში გავაგრძელოთ, ჩვენ საერთაშორიო მხარდაჭერა გვჭირდება და მის უზრუნველსაყოფად ვმუშაობთ”, – აცხადებენ ნეთანიაჰუ და გალანტი
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა