ომი გრძელდება – რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებები დაბომბეს

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებები დაბომბეს.
გავრცელდა ინფორმაცია ხმელენკის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი.
დაიბომბა ჭურვებითა და ნაღმტყორცნებით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაშავდა 1 ქალი და 2 ბავშვი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოლქში კასეტური ჭურვების გამოყენების შესახებ, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე წარუმატებელი იერიშები ოკუპანტებმა ოთხი მიმართულებით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია