ომი ახლო აღმოსავლეთში - "ჰამასის" ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ღაზაში 70-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა
ომი ახლო აღმოსავლეთში - "ჰამასის" ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ღაზაში 73 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამხედროებმა "ტერორისტულ თავდასხმად" შეაფასეს ინციდენტი რამალას მახლობლად, სადაც "ჰამასის" საჰაერო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ბლინკენმა დაგმო ისრაელის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები, რომ პალესტინელები სხვაგან უნდა გადასახლდნენ. ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე დღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის გუშინ, გვიან ღამით კატარიდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩაფრინდა, დღეს კი საუდის არაბეთში გაემგზავრება.
ბლინკენი უკვე იმყოფებოდა იორდანიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ისრაელსაც ეწვევა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.