ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი – მამუკა მდინარაძე ალასანიას განცხადებაზე

მიხეილ სააკაშვილის ბიძა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არამშვიდობიანი გზით დაბრუნებაზე საუბრობს. “გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი და დემოკრატია” – განაცხადა თემურ ალასანიამ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.
მმართველი გუნდის ლიდერები თემურ ალასანიას განცხადებას ეხმაურებიან. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ომისკენ მოწოდებები მათი ნარატივია.
„იმიტომ წამოსცდებათ ხოლმე ან იმიტომ აკეთებენ ამას სპეციალურად, რომ ეს არის მათი ნარატივი, ომისკენ მოწოდება არის მათი ნარატივი. ხან უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, ხან – ჩვენი თანამემამულეები, ოღონდ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. ახლა თემურ ალასანიამ პირდაპირ თქვა ის, რაც, აგერ უკვე წელიწად-ნახევარია უნდათ.
რატომ უნდა ვთქვათ უარი ომით დაბრუნებაზე? იმიტომ, რომ საქართველო ისეთ შეცდომებს, თავისი დებისა და ძმების წინაშე, რაც დაუშვა, აღარასდროს დაუშვებს; იმიტომ, რომ ჩვენ მშვიდობით დავიბრუნებთ ერთმანეთს, მხოლოდ ტერიტორიებს კი არა, ერთმანეთს,“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება