ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ომისა და დევნის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მთელს მსოფლიოში წელს 122 მილიონს გადააჭარბა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

ომისა და დევნის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მთელს მსოფლიოში წელს 122 მილიონს გადააჭარბა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

ომისა და დევნის გამო იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვმა მთელს მსოფლიოში წელს 122 მილიონს გადააჭარბა, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზიც, მრავალწლიანი კონფლიქტებია, - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტო იუწყება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ლტოლვილების რაოდენობის ზრდას ხელი განსაკუთრებით ისეთმა კონფლიქტებმა შეუწყო, როგორებიცაა ომი უკრაინასა და სუდანში.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აპრილის ბოლოსთვის მსოფლიოში 2 მილიონით მეტი ადამიანით მეტი იყო იძულებით გადაადგილებული, ვიდრე წინა წელს, მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასრულების შემდეგ ბევრი სირიელი სამშობლოში დაბრუნდა.
www.interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.