არქივი17 მაისი, 2024, 14:21
ომბუდსმენი - 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 ადამიანი მოინახულეს - 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, 15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.
„15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. 93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. 71 პირმა ითხოვა რეაგირიება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება“, - ნათქვამია განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.