ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ომბუდსმენი: შევისწავლით გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, თვალყურს ადევნებენ კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე იძულებით გამოსახლებას და შეისწავლიან პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას.
"გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციამ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოიყენა ძალა, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარი სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნეს. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.
სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას". - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, შემდგომი რეაგირებისთვის, არკვევენ დაკავებული პირების ადგილსამყოფელს.
დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიურომ გადაუხდელი სესხის გამო ხატიაშვილების ოჯახი გაასახლა. იქამდე, დაპირისპირება მოხდა პოლიციას და მოქალაქეებს შორის, რის გამოც, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
აღსრულების ბიურომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც უარყოფს გამოსახლების პროცესის დროს გაზის გამოყენებას.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.