ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ომბუდსმენი: ყველა დაკავებული პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და აქვთ დაზიანებები

სახალხო დამცველის რწმუნებულის თქმით, დღეს, 13 მაისს, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დააკავებული 23 ადამიანი მოინახულეს.
ომბუდსმენის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა დაკავებული მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ძალადობაზე მიუთითებს და აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები.
"სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან გამოძიების ჩატარებას ითხოვს". - წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.