ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ომბუდსმენი - სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც დეზინფორმაციული ხასიათისაა, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას

ომბუდსმენი - სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც დეზინფორმაციული ხასიათისაა, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ეხმაურება და განმარტავს, რომ ის არის დეზინფორმაციული ხასიათის.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს.
„სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში სხვადასხვა საჯარო პირის, მათ შორის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც არის დეზინფორმაციული ხასიათის, მიზნად ისახავს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის გაზრდას და აზიანებს ადამიანის უფლებების დაცვის პროცესს. სახალხო დამცველი შეახსენებს ყველას, რომ ის არის კონსტიტუციური და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ყოველგვარი ჩარევის გარეშე დამოუკიდებლად ზედამხედველობს, აფასებს მოვლენებს და შესაბამისი ფორმით ახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლევან იოსელიანი შესაძლო ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით „დუმს და უმოქმედოა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.