არქივი19 ივნისი, 2024, 17:55
ომბუდსმენი: სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულ ბავშვთა რაოდენობა 5.2%-ით გაიზარდა
სახალხო დამცველის წლიური საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე, წინა წელთან შედარებით, 5.2%-ით გაიზარდა.
"ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა - ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან ასევე, ხანდაზმულები" - წერია ლევან იოსელიანის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წარდგენილ წლიურ ანგარიშში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.