ომბუდსმენი - ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად
ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული კიდევ ერთი შეხსენება არის იმის, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას ინკლუზიური, ტოლერანტული გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული მოქალაქე თავს დაფასებულად იგრძნობს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მარნეულში, ნოვრუზ-ბაირამის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებაზე განაცხადა.
„ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის აღიარება და შენარჩუნება ჩვენთვის ის ერთ-ერთი იარაღია, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს ერთმანეთთან დააკავშირებს და ხელს შეუწყობს სოციალურ ერთიანობასა და მრავალფეროვნებას“,-განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აღმოსავლური ერების დიდი ნაწილი 21 მარტს გაზაფხულის ბუნიობას - ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს. საქართველოში ნოვრუზი სახალხო დღესასწაულად 2010 წლიდან გამოცხადდა და იგი ტრადიციულად, ეთნიკური ხასიათის ღონისძიებებით აღინიშნება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.