ომბუდსმენი მოუწოდებს პოლიციას „ზედაპირული შემოწმებისას“ იმოქმედოს დადგენილი წესებით

სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო დღეებში, მეტროს-სადგურებში პოლიციის მიერ მოქალაქეების ჩხრეკის ფაქტებს, რომელსაც პოლიცია „ზედაპირულ დათვალიერებას“ უწოდებს და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ღონისძიებების გატარებისას, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ შემოწმოს მოქალაქეები
„საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. ამასთან, პოლიციელი ზედაპირული შემოწმება და დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ოქმი“.
ბოლო ორი დღეა მეტროს-სადგურებში „რუსთაველი“და „თავისუფლების მოედანი“, პოლიციელები აჩერებენ მოქალაქეებს და მედიისა და მოქალაქეების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი ხსნიან მათ ჩანთებს, სთხოვენ პირადობის მოწმობებს და მათ ვინაობას იწერენ ბლოკნოტებში.
ამ ტიპის ღონისძიებების ფარგლებში, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაყმორჩილებლობის მუხლით მათ დააკავეს რამდენიმე პირიც.
ამბობს, რომ უწყება ატარებს არა ჩხრეკას, არამედ „ზედაპირული დათვალიერება“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი