ომბუდსმენი თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე – ეს საკითხი უშუალოდ მე არ მომემართება, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავრწმუნდე, რომ ეს არ გამოიწვევს განათლების უფლების შეზღუდვას სტუდენტების მიმართ

დღემდე მომართვა არ ყოფილა და გამოვთქვამ მზაობას, რომ მომართვის შემთხვევაში ჩავერთოთ და მოვიკვლიოთ ყველაფერი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი უშუალოდ მას არ მიემართება, მაგრამ თუ ვინმეს დათხოვნა მოხდება სამსახურიდან, მაშინ ამ პროცესის კანონიერება შეიძლება გახდეს მოკვლევის საგანი.
„გარედან ვაკვირდები ამ პროცესს, ვინაიდან ჩემთვის არავის არ მოუმართავს. გაერთიანების საკითხი უშუალოდ მე არ მომემართება, როგორც სახალხო დამცველს, თუმცა განათლების უფლების ნაწილში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში დავრწმუნდე ერთ რამეში – ეს გაერთიანება არ გამოიწვევს განათლების უფლების შეზღუდვას სტუდენტების მიმართ, არ გაუარესდება შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება, არ გაუარესდება ინფრასტრუქტურა, სადაც მათ უწევთ განათლების მიღება. ამის მიღმა, თუ ვინმეს დათხოვნა მოხდება სამსახურიდან, რამდენად კანონიერად მოხდება მათი ჩამოშორება ამ პროცესისადმი, ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩვენი მოკვლევის საგანი. ყოველ შემთხვევაში დღემდე მომართვა არ ყოფილა და გამოვთქვამ მზაობას, რომ მომართვის შემთხვევაში ჩავერთოთ და მოვიკვლიოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს