ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481.
„სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დღეს მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე: ნებისმიერი ქვეყანა ფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა და რა დამოკიდებულება აქვს ბავშვების მიმართ, პენსიონერების მიმართ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სასიცოცხლოდ სჭირდებათ წამალი