არქივი29 მაისი, 2024, 22:54
"ოლიმპიაკოსმა" "ფიორენტინას" სძლია და კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
კონფერენს ლიგის ფინალში „ოლიმპიაკოსმა“ „ფიორენტინას“ 1:0 მოუგო.
უპირატესობას ფლორენციული გუნდი ფლობდა, პირეოსული კონტრშეტევებით პასუხობდა, თამაში მთლად ლამაზი სანახავი არ იყო და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. ექსტრა ტაიმებში კი „ოლიმპიაკოსი“ გააქტიურდა და ელ კააბიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბერძნულმა კლუბმა პირველად გაიმარჯვა ევროტურნირზე, ხოლო "ფიორენტინა" ზედიზედ მეორედ დამარცხდა ფინალში.
9 მატჩში გატანილი 11 გოლით ევროპა ლიგის ბომბარდირი ელ კააბი გახდა.
ოლიმპიაკოსი - ფიორენტინა 1:0 (ძირ. დრო 0:0)
გოლი: ელ კააბი (116)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.