ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებული ვიყავით, ჩვენს რეკლამას ვხსნით ოლიმპიადიდან – ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire
ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებული ვიყავით, ჩვენს რეკლამას ვხსნით ოლიმპიადიდან – ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire
ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია C Spire, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას ეხმაურება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, საიდუმლო სერობის დაცინვის გამო, ისინი ოლიმპიური თამაშებიდან თავიანთ რეკლამას მოხსნიან. “პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საიდუმლო სერობის დაცინვით შოკირებული ვიყავით. C Spire მოხსნის რეკლამას ოლიმპიური თამაშებიდან,” – აღნიშნულია კომპანიის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.