ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლიმპიადა გრანდიოზული აღლუმით გაიხსნა - პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს [VIDEO]

დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები.
გახსნის გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, რომელსც უამრავი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. მთავარ სცენად მდინარე სენა იქცა. დელეგაციებს გემები ჰქონდათ გამოყოფილი.
ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბის­თვის 206 ქვეყ­ნის 10 500 სპორ­ტსმე­ნი იბრძოლებს. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 28 ქართველი მიიღებს.
27 ივლისს ოლიმპიადაზე ხუთი ქართველი სპორტსმენი გამოვა: ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათე ოლიმპიადაზე მიიღებს მონაწილეობას, მოცურავე ანა ნიჟარაძე და მოკრივე
ლაშა გურული (63.5 კგ).

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.