ოლიგარქების ფულზე ზის ეს ხალხი და როგორ გგონიათ, ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია შეიძლება მოახდინონ?! – ბექა ლილუაშვილი

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში უთანხმოებაა. დღეს საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანმა ნაციონალურმა” მოძრაობამ პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი გახარიას გუნდმა “ნაციონალურ მოძრაობას” ურჩია, ოლიგარქი და არაფორმალური მმართველი პარტიის დამფინანსებლებში ეძებოს.
პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია არც ოპოზიციის ნაწილის და არც მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედის, რადგან ოლიგარქებისგან თავად ფინანსდებიან.
“ოლიგარქების ფულზე ზის ეს ხალხი და როგორ გგონიათ, ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია შეიძლება მოახდინოს გინდათ ხელისუფალმა, გინდათ ოპოზიციის იმ წარმომადგენელმა, რომელიც ოლიგარქის ფულზე ზის”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მას, ვინც დეოლიგარქიზაციის საკითხზე ვერ თანხმდება, ოპოზიციონერად თავის წარმოჩენა გაუჭირდება.
“ყველა ვთანხმდებით და ვინც ამაზე ვერ თანხმდება, გაუჭირდება ოპოზიციონერად საკუთარი თავის წარმოჩენა. თუ გახარიას პარტია ამას ვერ იზიარებს, ვფიქრობ, ძალიან გაუჭირდება პოზიციონირება, როგორც ოპოზიციონერს, ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება