ოლექსი გონჩარენკო - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა, თამაში დამთავრდა - საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა, თამაში დამთავრდა - საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს, მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება გამოაცხადა. თამაში დამთავრდა - საქართველოს მმართველი პარტია რუსეთზე მუშაობს.
წინადადებით გამოვალ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) არ მოხდეს საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების აღიარება. მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს”, - წერს გონჩარენკო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.