ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლექსი გონჩარენკო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ბოდიში უნდა მოუხადოს - რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე?

ოლექსი გონჩარენკო - ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს ბოდიში უნდა მოუხადოს - რა უფრო მნიშვნელოვანია, მისი სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე?

უკრაინელი დეპუტატის, პარტია „ევროპული სოლიდარობის“ წევრის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
გონჩარენკომ, უკრაინის ევროპული სოლიდარობის ოპოზიციური პარტიის წევრმა BBC-ს განუცხადა, რომ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსისთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო.
„ის სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო, რადგან ეს არ არის საბავშვო ბაღი, ეს არ არის კრივი. ეს ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. რა უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ზელენსკის სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებზეც ის პასუხისმგებელია? მან ბოდიში უნდა მოიხადოს“, - აღნიშნა გონჩარენკომ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.