ოლაფ შოლცმა “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის

ოლაფ შოლცმა “გამჭვირვალობის კანონპროექტზე” გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრმა “გამჭვირვალობის კანონპროექტის” დეტალური განხილვის მზაობა დააფიქსირა, ხოლო შოლცმა ის უსაფუძვლო გზავნილები გააჟღერა, რაც კანონპროექტთან დაკავშირებით, ბოლო დღეებია, ევროპიდან ისმის.
“კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით თქვა, რომ გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება და საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დაუჭერს.
რაც შეეხება გერმანიის მთავრობის მეთაურის მხრიდან ნათქვამს “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევაზე, მან გაიმეორა ის უსაფუძვლო ევროპული გზავნილი, რაც ეს დღეებია გვესმის. აქ არის მნიშვნელოვანი მომენტი, რაც პრემიერმა კობახიძემ დააფიქსირა – საქართველოს ხელისუფლება მზადაა დეტალურად განიხილოს ხსენებული კანონპროექტი ყველა პარტნიორთან; მინიმალურ გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში. მგონი, უნდა შეიგნონ პრაგმატულად მოაზროვნეებმა, განსაკუთრებით დასავლეთში, რომ თუნდაც ცხარე, მაგრამ დეტალური, კონსტრუქციული დისკუსიებისას გამოჩნდება სიმართლე.” – წერს გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება