ოლაფ შოლცი – ევროპის ნაწილია

10 წლის წინ მაიდანი დემოკრატიის სიმბოლოდ იქცა, უკრაინა ევროპის ნაწილია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ღირსების რევოლუციის დაწყებიდან მეათე წლისთავს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინა ევროპის ნაწილია.
„10 წლის წინ მაიდანი გახდა თავისუფლების, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის სიმბოლო. უკრაინელების გამბედაობის დავიწყება არ შეიძლება. უკრაინა ევროპის ნაწილია და ჩვენ მის მხარეს ვართ“, – წერს ოლაფ შოლცი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ღირსებისა და თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”