ოლაფ შოლცი – უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, იმედებს არ გავუცრუებთ

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ… ასევე ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე”, – განაცხადა შოლცმა.
სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გერმანიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა “შეიძლება იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი”, მაგრამ “შემდეგი ნაბიჯი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ არ ყოფილა – ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ იქცნენ რუსოფობებად ახლა და არა მაშინ

“300-400 მდიდარი, გაზულუქებული, ყაჩაღი გვაშინებს, გვერევა დანარჩენ სამ მილიონს – გათითოკაცებულები ვართ, ჩმორად, მშიშარად, მხდალად…“- რა წერია წერილში, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ციხიდან ავრცელებს