ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი უკრაინაზე - ახლა დროა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ ომის სიტუაციიდან და მივაღწიოთ მშვიდობას

ოლაფ შოლცი უკრაინაზე - ახლა დროა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ ომის სიტუაციიდან და მივაღწიოთ მშვიდობას

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესზე გადასვლა უნდა დაჩქარდეს.
„მჯერა, ახლა დროა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია უფრო სწრაფად გამოვიდეთ ამ ომის სიტუაციიდან და მივაღწიოთ მშვიდობას“, - აღნიშნა შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ZDF-თან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტებიც კვირას გამოქვეყნდა.
მისი თქმით, მხარს უჭერს რუსეთის მონაწილეობას მეორე „მშვიდობის სამიტში“. კანცლერის თქმით, მოსკოვის ყოფნის აუცილებლობის საკითხზე ბერლინი ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას.
"აუცილებლად იქნება კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია", - აღნიშნა შოლცმა, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დაუსახელებია.
ამასთან, მისი თქმით, ძალიან კონფიდენციალური საუბარი ჰქონდა ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.