ოლაფ შოლცი – მნიშვნელოვანია უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს – პუტინს კი ვეტყოდით, რომ უკრაინის მხარდაჭერის შემცირების იმედად ნუ იქნება

მნიშვნელოვანია ს მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში, ჩვენ ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უკრაინას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ, რომ მას შეუძლია ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს“, – თქვა ოლაფ შოლცმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინს უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირების იმედი აქვს.
„მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა, თუ ჩვენ მას ვეტყოდით, რომ ამის იმედად ნუ იქნებოდა, რადგან ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ