ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა

ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შოლცი ბოლოს კიევს 2022 წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად ეწვია.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა იმყოფებოდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.