ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ - უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ განცხადებებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი “ტვიტერის” პირად გვერდებზე ავრცელებენ.
“ურყევად უკრაინის მხარეს ვდგავართ, ეს კიდევ ერთხელ გავიმეორე პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში. უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციაში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს შოლცი.
მოგვიანებით განცხადება ზელენსკიმაც გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტის დამტკიცებას მიესალმა.
“აზრები გავცვალეთ პარიზის 26 თებერვლის უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კონფერენციის შედეგებზე და პოზიციების კოორდინაცია მოვახდინეთ ვეიმარის სამეულის ლიდერების შეხვედრამდე, რომელიც პარასკევს ბერლინში ოლაფ შოლცის, ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტუსკის მონაწილეობით გაიმართება”, - წერს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.