ვოლოდიმირ ზელენსკის – გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში

გერმანიის კანცლერი, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განხილვის თემა უკრაინაში არსებული სამხედრო და ჰუმანიტარული ვითარება იყო.
„ფედერალურმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის ურყევი და უცვლელი სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც თითქმის 1 000 დღეა გრძელდება. მან უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაავრცელა. მისი თქმით, გერმანიის კანცლერმა დაადასტურა, რომ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემების მეექვსე პარტია უკრაინაში 2024 წლის ბოლომდე ჩავა.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ მომავალ წელს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება და გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებით დამატებითი დახმარების პერსპექტივები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)