ოლაფ შოლცი – უკრაინის განადგურებისკენ ისწრაფვის – რუსეთისადმი ჩვენი სიგნალი უნდა იყოს – მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება მხოლოდ ვლადიმერ პუტინის სურვილის გამო: მთლიანად გაანადგუროს უკრაინული სახელმწიფო და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ რუსეთმა გადაწყვიტა დიალოგიდან სრულმასშტაბიან ომზე გადასვლა.
„2022 წლის 24 თებერვლის წინ დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე“,- აღნიშნა კანცლერმა.
კანცლერის თქმით, პუტინია სწორედ ის, ვისაც შეუძლია ომის შეწყვეტა უკრაინიდან ჯარების გაყვანით.
„მაგრამ თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი ზოგადი სიგნალი რუსეთისადმი უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის და საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – აღნიშნა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს