არქივი27 თებერვალი, 2024, 13:16
ოლაფ შოლცი - ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან
ევროპული სახელმწიფოები და ნატო-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
„ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან ნატო-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი, ჯერჯერობით, არ არსებობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.