ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი - ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს

ოლაფ შოლცი - ევროპა არავის მისცემს უფლებას, უკრაინის დემილიტარიზაციას დათანხმდეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლფი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აშშ-რუსეთის ცალმხრივი შეთანხმებების შესაძლებლობას გამორიცხავს, - უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება შოლცმა NTV-ზე გააკეთა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპა არ დაუშვებს ასეთ სცენარს, რადგან მას აქვს ხმის უფლება კონტინენტის უსაფრთხოების საკითხზე და რომ არ შეიძლება არსებობდეს უსაფრთხოების გარანტიები ევროპელების გარეშე ან უკრაინელების აცილებით.
„ჩვენ, როგორც ევროპელები, ამას არ დავუშვებთ. ასევე არ მივცემთ არავის უფლებას დათანხმდეს, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია უნდა მოხდეს“, - აღნიშნა შოლცმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.