არქივი14 ივლისი, 2024, 12:54
ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმა ამაზრზენია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გერმანიის კანცლერი დონალდ ტრამპს და სროლის დროს დაშავებულ სხვა პირებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ასეთი ძალადობრივი ქმედებები საფრთხეს უქმნის დემოკრატიას“, - აცხადებს შოლცი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.