ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საფრანგეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საფრანგეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო.
„მე ნამდვილად მაწუხებს საფრანგეთის არჩევნები. მინდა, ხაზი გავუსვა და ვიმედოვნებ, რომ პარტიები, რომლებიც არ წარმოადგენენ ლე პენს, წარმატებულები იქნებიან ამ არჩევნებში“, – აღნიშნა შოლცმა მედიასთან საუბრისას.
გერმანიის კანცლერმა დასძინა, რომ არჩევნების ბედი საბოლოოდ ფრანგების გადასაწყვეტია.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 ივნისსა და 7 ივლისს ჩატარდება. წინასწარ ჩატარებული გამოკითხვების შედეგების მიხედვით, არჩევნებში ხმების უმრავლესობას მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“ მოიპოვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.