ოლაფ შოლცის განცხადებით, დონალდ ტრამპს უკრაინის საკითხზე ესაუბრა

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ის ელის, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას გააგრძელებს, – ინფორმაციას გამოცემა Unian-ი გერმანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხზე ისაუბრა. შოლცის თქმით, მკაფიო სიგნალი უნდა გაეგზავნოს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა მას უკრაინის მხარდაჭერის შემცირების მოლოდინი არ ჰქონდეს.
ამასთან, კანცლერმა თავი აარიდა პასუხის გაცემას უსაფრთხოების გარანტიებისა და ამერიკული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობის გარეშე ევროპელი ჯარისკაცების უკრაინაში შესაძლო ყოფნის შესახებ დასმულ კითხვებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა