ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოკუპირებულ ცხინვალში რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული ცხინვალის რაიონ “შანხაიში” რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 43 წლისაა და სამხედრო ბაზიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. ცხედარი ქუჩაში შემთხვევითმა გამვლელმა იპოვა, რომელიც ძაღლს ასეირნებდა.
ადგილზე, წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ გამოვლენილა, თუმცა სიკვდილის ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის “რესპუბლიკაში” დისლოცირებული მე-4 გვარდიული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი აქტიურად მონაწილეობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრაში უკრაინაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.